Sidebar

კონტაქტი

სურათი

დამატებითი ინფორმაცია

  „რეგიონალური კვლევების ცენტრი“ –არის სასწავლო/სამეცნიერო ერთეული, რომელიც 2014 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა.


    „რეგიონალური კვლევების ცენტრის“ შექმნის მთავარი მიზანია:

    ·         სამეცნიერო და პოლიტოლოგიური კავკასიოლოგიის სასწავლო-საკვლევი ბაზის ჩამოყალიბება;

    ·         რეგიონალური მასშტაბის საუნივერსიტეტო პროცესების ხელშეწყობა (კავკასიოლოგიის მიმართულებით), კავკასიოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდათა მოზიდვა.

    მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შეადგენს :

    ·         რეგიონის ისტორია და გეოგრაფია;

    ·         ეკონომიკა, გეოლოგია, ენერგეტიკა, ბუნებრივი და დემოგრაფიული რესურსები და ა.შ.

    ·         რისკები და გამოწვევები - საზღვრები, რელიგია, ეროვნული უმცირესობები და ა.შ.;

    ·         კონფლიქტები და მათი გამომწვევი მიზეზები;

    ·         პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფაქტორების ურთიერთგავლენა, გეოპოლიტიკური რეალობა და პერსპექტივები;

    ·         კომუნიკაციები და სატრანზიტო პოტენციალი;

    ·         კავკასიის, როგორც რეგიონის პოპულარიზაცია.

    „რეგიონალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელობასა და მუშაკებს აქვთ პროფესიული გამოცდილება სამეცნიერო კვლევასა და ანალიზში,  რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ცენტრი წარმატებით თანამშრომლობს, მსგავსი ინტერესების მქონე ქართულ თუ უცხოურ ორგანიზაციებთან.