Sidebar

საქართველო
Typography

ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს და ე.წ. ოპოზიციად ცნობილ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარუმატებელი დღეები დაუდგათ. მათ მიერ ხელისუფლების დაშანტაჟებამ აზრი საბოლოოდ მაშინ დაკარგა, როცა მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საჯაროდ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მე ოპონენტად არ მიმაჩნიაო. ამას ისიც დაემატა, რომ პრემიერის ჟურნალისტებთან

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული რამდენიმეკომპანიისა და ამავე კომპანიების მიერ იარაღით ვაჭრობის ფაქტები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ პრესაში, შემდეგ ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა. ასევე გამოქვეყნდა იმ წერილის შინაარსი, რომელსაც  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანგ სამართალდამცავებს წერდა, და რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ აწერდა ხელს. წერილის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა დავით კეზერაშვილის საქმის გამოძიება, იმის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ დავით კეზერაშვილი აფინანსებდა და პარტიის გადასარჩენად თანხებს ეს ადამიანი მოიპოვებდა, ხდება ხელისუფლების მიერ მისი დისკრედიტაცია მხოლოდ იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდეს და პარტიამ არსებობა შეწყვიტოს და რომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოა და, გთხოვთ, არ მოხდეს მისი საქართველოში ექსტრადირება, რადგან ის და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის განწირულიო, წერს ფრანგ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილი. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო მიმოწერას ფარდა აეხადა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა: „თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმით არა მარტო საქართველოს ხელისუფლება, არამედ უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებულიო. პრემიერის ამ განცხადებამ, დატოვა შთაბეჭდილება, რომ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია დავით კეზერაშვილის იარაღის ბიზნესში მონაწილეობის შესახებ, შესაძლოა, საერთაშორისო დონის განხილვის თემა გახდეს.

 

რატომ დუმს ისრაელის ხელისუფლება და რატომ არ იცავს ის თავისი ქვეყნის მოქალაქეს, დავით კეზერაშვილს?

 

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის და კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე დააკავეს, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ყველაფერი თავდაყირა დადგა, რადგანაც დააკავეს პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ ქონების „დე-იურე“ მფლობელი, რომელიც მან ქართველ ხალხს 9 წლის განმავლობაში მოპარა. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ დროისთვის კრიტიკული იყო და მასთან ნორმალური საუბარი შეუძლებელი იყო. ამ საკითხის განხილვას გიგა ბოკერია და გიგი უგულავა აწარმოებდნენ. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ისრაელის ხელისუფლებისთვის დახმარება ეთხოვათ, რადგან დავით კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა. მაგრამ ისრაელის ხელისუფლებისთვის დავით კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო და სააკაშვილსა და ისრაელის მხარეს შორის შუამავალს საჯაროდ განუცხადეს ამის თაობაზე. და იქვე განმარტეს, რომ უახლოეს მომავალში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, ის მტკიცებულებანი შეგროვდეს, რომელიც დაამტკიცებს კეზერაშვილის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინაშე. შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ისრაელის მხარე სამშობლოს ღალატში, გვიპასუხეს, რომ ისრაელის ხელისუფლებისთვის ცნობილია, არა მარტო ის, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე დავით კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობდა, არამედ ისიც, რომ კეზერაშვილი ისლამურ ქვეყნებს და ამ ქვეყნებში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს იარაღს აწვდიდა. ამ ბრალის განსამტკიცებლად ისრაელის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

„ექსკლუზივ ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის იარაღის ერთობლივი ბიზნესის შესახებ.

ისრაელის მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატების კონტრდაზვერვისთვის ცნობილია ყველა ფაქტი და ამერიკული მხარეც დუმილს ამჯობინებს, თუმცა  ორივე ქვეყნის სპეცსამსახური აქტიურად მუშაობს დანაშაულის გამოსავლენად. საქმე ბევრად სერიოზულად არის და ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერებმა ყველაზე უკეთ იციან. რაც შეეხება საიდუმლო წერილის შინარსს, სადაც მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ხელისუფლებას წერს: „საქართველოს ხელისუფლება ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი დააპატიმროს იმიტომ, რომ გაანადგუროს ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებდა. ადვილი შესაძლებელია, ეს განცხადება იმის საფუძველი გახდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, საერთოდ აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.

 

რა შემთხვევაში შეიძლება აეკრძალოს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური საქმიანობა?

 

თუ ქართველი და უცხო ქვეყნის სამართალდამცავების ეჭვი დადასტურდა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აქვთ, უფრო კონკრეტულად კი, იარაღით ვაჭრობა და ისლამური ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვა, აგრეთვე ტერორისტულ ორგანიზაციებთან „ალ-ქაიდასა“ და ბაშარ-ასადთან ურთიერთობა, მაშინ მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო წერილში ნათქვამი, რომ დავით კეზერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდაო, შესაძლოა, მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რადგან იარაღით ვაჭრობისა და ტერორისტებისგან მიღებული თანხები, დანაშაულებრივ სახსრებად ჩაითვლება და „შავი“ და „სისხლიანი ფულით“ დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიას სამართლებრივად და მორალურად უფლება არ ექნება პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო აკრძალვის შესახებ მოსალოდნელი საფრთხის განცდა ყველაზე უკეთ ნაციონალებისთვისაა ცნობილი, აგრეთვე დავით კეზერაშვილის საქმის საფუძვლიანი გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ დასამარებას და მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო დონის დამნაშავედ გამოცხადებას ნიშნავს. კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ისეთი არაპოლიტიკური გადაცემებიც კი, როგორიცაა „ვანოს შოუ“ და „ბიზნეს კურიერი “,  რომელიც, წესით, აპოლიტიკური უნდა იყოს, გაღიზიანას არ მალავენ. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ ამ გადაცემების 95% ხელისუფლების ლანძღვა-გინებას ეძღვნება. ამ საავტორო გადაცემების წამყვანებს, 9 წლის განმავლობაში, ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ კრინტიც არ დაუძრავთ, რადგანაც თავს კარგად გრძნობდნენ და სხვისი ჭირი ღობის ჩხირად არ მიაჩნდათ. მოკლედ, ტელევიზიების, ინტერნეტ და ბეჭდური გამოცემების თითქმის 90%-ს კეზერაშვილი აფინანსებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანის არსებობას საფრთხე ემუქრება და ყველა მათგანის რისხვა, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელდება, რომელმაც მათ სპონსორს, დავით კეზერაშვილს საფრთხე შეუქმნა.

 

„დუბაიში, ერთ-ერთმა შეიხმა მიშას რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარი „ქეშად“ გადასცა“

 

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი არაბულ და ისლამურ ქვეყნებს ხშირად სტუმრობდა. მანამდე კი, მრავალ ცუდ საქმეებს შორის, რომელიც მას ჩაუდენია, ერთ-ერთი ირანთან და თურქეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება იყო. სააკაშვილი მაშინ ვერავინ შეაჩერა და საზღვარი მაინც გახსნა. ამ გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ პრეზიდენტის ინტერესებს ნარკოტიკებისა და იარაღის ბიზნესთან, რომელიც ირანში საქართველოს გავლით უნდა შესულიყო. სანდო წყარომ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამისთვის დავით კეზერაშვილის კომპანია „FPC“, რომლის 100%-იანი მეწილე თვითონ იყო, ყულევის, ფოთისა და ბათუმის ნავთობტერმინალებს იყენებდა. მოკლედ, კეზერაშვილი შავ საქმეებს ნავთობკომპანია „გალფს“ ამოფარებული აკეთებდა. დავით კეზერაშვილის შემდეგ კი, საქმე იმდენად დაიძაბა, რომ მიხეილ სააკაშვილი არავის ენდობოდა და თავად ჩადიოდა არაბულ ქვეყნებში კუთვნილი თანხის მისაღებად. ის რამდენჯერმე გაემგზავრა ქართველ ლამაზმანებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ერთ-ერთმა შეიხმა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი ხელზე „ქეშად“ გადასცა. ამ ბნელი საქმეების შესანიღბად ქალები საგანგებოდ მიჰყავდა, ეჭვი რომ არავის გასჩენოდა, თითქოს მხოლოდ გასართობად მიდიოდა, განაცხადა ჩვენთან საუბარში კონფიდენციალურმა წყარომ. რამდენიმე ქვეყნის კონტრდაზვერვას ხელთ აქვს მტკიცებულება, როგორ იღებს ხელზე ფულს მიხეილ სააკაშვილი იარაღით მოვაჭრეებისგან. წლების განმავლობაში ამ სიბინძურეში გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და თავად მიხეილ სააკაშვილი იყვნენ ჩაფლული. გამოძიება კეზერაშვილის პარტნიორების გამოსავლენად უკრაინაშიც მუშაობს, საიდანაც იარაღი ისლამურ ქვეყნებში წყალივით მიედინებოდა. მიხეილ სააკაშვილს და მის ბანდას დღეები აქვთ დათვლილი“, აცხადებს ჩვენთან საუბარში კონფიდენციალური წყარო.

დარეჯან ლიპარტელიანი

Log in to comment

COM_KUNENA_TOPIC რა თანხა გადასცა „ქეშად“ არაბმა შეიხმა მიხეილ სააკაშვილს და რა აკავშირებს ჩემოდნებში ჩაწყობილ

Posted: 2 years 5 months ago by lali #331
lali's Avatar
საინტერესია