Sidebar

საქართველო
Typography

რუსეთი საქართველოსა და უკრაინას საპასუხო სანქციებით ემუქრება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. საქმე ეხება ევროკავშირის იმ სანქციებს, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია აღნიშნულია, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას საქართველოც უერთდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ტერიტორიებზე წარმოებულ პროდუქციაზე ექსპორტი აკრძალულია.

 

საქართველო ამ სანქციებს ერთი წლის წინ შეუერთდა, თუმცა ეს ოფიციალურად გუშინ დადასტურდა.

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან საქართველოს შეერთება? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 გივი ხიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "ჩემი აზრით, საერთოდ ნებისმიერ ქვეყანას საკუთარი აზროვნებით უნდა შეეძლოს ცხოვრება და არა სხვისი კარნახით. ყველაფერი დავკარგეთ ჩვენი და ვცხოვრობთ სხვისი აზრით. ასე დიდ გზას ვერ გავივლით.

"ვფიქრობ, რომ არასოდეს არ უნდა შევუერთდეთ იმას, რისიც არ გვესმის. არ ვიცი, რას ვაკეთებთ. თუმცა უკრაინას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს. მაგრამ ჩვენ პატარა, სკლინტი ქვეყანა, რომელიც ძვლის ვჩანვართ რუკაზე, რას ვიჭიმებით?! რეებს ვაკეთებთ?!".

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):  "მე რომ მკითხო, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი გამართლებულია. ამიტომ ახლა რუსეთი რასაც მოინდომებს, იმას გაკეთებს.

"დასავლეთი და ამერიკა ტყუილად ბაქი-ბუქობს. მცირერიცხოვანი ერი ვართ და გვერდში არავინ დაგვიდგება, რუსეთის წინააღმდეგ არავინ წავა".

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "ამ საკითხის განხილვისას მე ყოველთვის კატეგორიული ვარ ხოლმე. ვიცით, რომ ურჩხულია და შესაძლოა ამის შემდეგ ახალი პროვოკაციები მოგვიწყოს, მაგრამ მაინც იგივეს გვიკეთებს. რაღა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც არ ჩაუდენია?! ჩვენი ტერიტორიები მიითვისა! არ შეიძლება ისეთი პოზიცია დავიკავოთ, რომ თითქოს არაფერი ხდება. ცოტა უნდა გავიბრძოლოთ. "ლოიალურობის დრო აღარ არის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა შეაჩეროს რაღაცნაირად. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დააჩოქებს. ეს ჯოჯოხეთური სისტემა ყველასთან მივა.

"გამართლებულად არ მიმაჩნია ის, რომ აქამდე ოფიციალურ ქართულ წყაროებს არ უთქვამთ, რომ ჩვენ ევროკავშირის სანქციებს შევუერთდით. არ მომწონს, როდესაც შენ იწვევ მას ომის თუ სხვა აგრესიული ქმედებების განსახორციელებლად, მაგრამ თუ უერთდები სანქციებს, მაშინ ეს ხმამაღლა უნდა თქვა. ეს აუცილებლად უნდა გაეჟღერებინათ მაშინვე, როცა კი სანქციებს მივუერთიდით. არსებობს დიპლომატია და ამ მეთოდებით შეიძლებოდა ამისი თქმა".

 დოდო ხურცილავა თეატრმცოდნე): "საქართველო სანქციებს საერთოდ რომ არ შეერთებოდა, არ იქნებოდა სწორი, რადგან დამოკიდებულება ჩვენც უნდა გამოგვეხატა. რა ნაწილსაც შევუერთდით, ეს სრულებით საკმარისია, მეტი საჭირო არ იყო. არსებობს რაღაც რესურსი და იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო შენი მოქმედება. "ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით, მაგრამ ვთქვით ფრთხილად და მოზომილად. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ ერთხელ დავდგეთ რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ. მითუმეტეს, რომ უკვე გაისმა მუქარა მოსკოვში, რომ პასუხს გავცემთ საქართველოს და უკრაინასო. "რაც შეეხება იმას, რომ ეს სანქციები ერთი წლის წინ განხორციელდა, მაგრამ ცნობილი დღეს გახდა, ესეც სწორია. არ არის ხმაურის ატეხვა საჭირო, რომ აი, ამ სანქციას შევუერთდითო. ზედმეტი არაფერი არ ვარგა, რისი დადასტურებაც 2008 წელი იყო. კარგია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინა და თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ გააკეთა ტაქტიანად".

 იაგო ნაცვლიშვილი

Log in to comment

COM_KUNENA_TOPIC გამართლებულია თუ არა ევროკავშირის სანქციებთან მიერთება?

Posted: 3 years 1 month ago by interlogic #16
lali's Avatar
კარგია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინა და თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ გააკეთა ტაქტიანად